вторник, 5 февраля 2013 г.

                                                   




понедельник, 4 февраля 2013 г.

среда, 8 июля 2009 г.

,,წამყე ბეთანიისაკენ"

პროექტის სახელი:  ,,წამყე ბეთანიისაკენ“
პროექტის მოკლე აღწერა:  პროექტის მონაწილეები სწავლობენ ბეთანიის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, არქიტექტურას.
პროექტის სრული აღწერა:  პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ბეთანიის ტაძრის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიულ წარსულს, დღევანდელობას, არქიტექტურას, ფრესკებს. ბეთანიის ტაძრის ფრესკების ისტორიულ მნიშვნელობას. ბეთანია - ქართულ ლიტერატურაში. მიოძიებენ მასალებს და დაალაგენ თემატურად. მოსწავლეები გაერთიანდებიან ჯგუფებში: ,,ისტორიკოსები“, ,,გეოგრაფები“, ,,ხელოვნებათმცოდნეები“ და ,,ლიტერატორები“. თითოეული ჯგუფი მოიძიებს და შეისწავლის მასალებს, მოამზადებს ფოტო ალბომს, გააფორმებს კედლის გაზეთს, ჩანახატებს.  ბავშვები მასწავლებელთან ერთად დაგეგმავენ ექსკურსიას ბეთანიაში და მოემზადებიან საპრეზენტაციოდ.
მონაწილეთა ასაკი:   14 – 15 წელი IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:   3 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  ბეთანიის ამსახველი სურათების და სლაიდების მომზადება, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები შეისწავლიან ტაძრის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას. გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები  და  კომუნიკაციის უნარი.
სარგებელი სხვებისთვის:  მოსწავლეები თავიანთ თანატოლებს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და მიაწვდიან ინფორმაციას ამ უნიკალური ტაძრის შესახებ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი:  ია ბჟალავა
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  iabjalava@gmail.com
პროექტის ვებ_გვერდი/ბლოგი: